პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთში, ტყეში კაცს ხე დაეცა და დაიღუპა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა - ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
მათი ცნობით, ტყეში კაცს მოჭრილი ხე წაიქცა და ქვეშ მოიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში შეშაზე იყო წასული.
გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.