არქივი21 ნოემბერი, 2023, 12:50
კახეთში, ტყეში, კაცს ხე დაეცა და დაიღუპა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა – ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
მათი ცნობით, ტყეში კაცს მოჭრილი ხე წაიქცა და ქვეშ მოიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში შეშაზე იყო წასული.
გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.