პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ტვ პირველის“ ოპერატორს “ხარებას” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

„ტვ პირველის“ ოპერატორს “ხარებას” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

ცოტა ხნის წინ, “პირველების” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს გდდ-ს ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა დაპირისპირების სამ ეპიზოდს.
ძალოვანები გადამღებ ჯგუფს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას და გადაღების უფლებას არ აძლევდნენ, ასევე ცდილობდნენ სამაუწყებლო ტექნიკის დაზიანებასაც.
“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან იმის გასარკვევად მივიდა, “სად არის “ხარება” და შეეხო თუ არა მას საკადრო ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გელა გელაძის მისვლის შემდეგ განხორციელდა.
როგორც “ტვ პირველი” აცხადებს, მისი გადამღები ჯგუფი გდდ-ს ბაზაზე არ იმყოფებოდა, ისინი გარე პერიმეტრზე იღებდნენ კადრებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.