არქივი28 მაისი, 2025, 13:57
მედია: "ხარებას" მრჩეველი: ბნ. ზვიადი ვერ გადადგება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, თქვენი უსაფრთხოების გამო (ვიდეო)

გდდ-ს შეფი ზვიად ხარაზიშვილი თანამდებობაზე რჩება - ამის შესახებ "პირველებს" "ხარებას" თანაშემწემ, მარი ლეკიშვილმა განუცხადა.
გურამიშვილის ქუჩაზე მისულ "ტვ პირველის" ჯგუფს "ხარება" სასამხურში არ დახვდა, მისი წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ ზვიად ხარაზიშვილი გუშინ სამსახურში იმყოფებოდა. მარი ლეკიშვილი ირწმუნება, რომ "ქვეყანაში მძიმე მდგომარეობის გამო", გდდ-ს შეფი თანამდებობას ვერ დატოვებს.
"ხარებას" თანაშემწის ეს განცხადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის ვახტანგ გომელაურის დღეს დილით გავრცელებულ განცხადებასთან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.