პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ფინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ფინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით საქართველოს ფინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედია ორგანიზაციების 13 წარმომადგენელი ეწვია – ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ფინელმა ტუროპერატორებმა, ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა დედაქალაქის ტურისტული ადგილები და მუზეუმები მოინახულეს, თბილისის შემდეგ კახეთს ესტუმრნენ და სიღნაღი, ალავერდი, წინანდალი, ყვარელი, ბაკურციხე დაათვალიერეს, გაეცნენ ქართული კერძებისა და ღვინის მომზადების წესებს. კახეთის შემდეგ ტურის მონაწილეები მცხეთას, სტეფანწმინდასა და გერგეტის სამებას ეწვივნენ. ფინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ფინეთიდან საქართველოში ტურების დასაგეგმად ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, მედიის წარმომადგენლები კი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.