ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტენესის შტატში ქარიშხლებსა და ტორნადოებს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

უახლესი ინფორმაციით, აშშ-ს ტენესის შტატში ქარიშხლებსა და ტორნადოებს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. 3 დაღუპულის შესახებ ინფორმაციას მონტგომერის ოლქი Facebook-ზე, დანარჩენ 3-ზე კი ნეშვილის საგანგებო სიტუაციების მართვის ოფისი X-ზე (ყოფილი Twitter-ი) ავრცელებს.
"ამ დროისთვის ვადასტურებთ, რომ ნაშუადღევს მოსული ტორნადოს შედეგად სამი ადამიანი არის დაღუპული, ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი. ასევე, საავადმყოფოში 23 ადამიანს მკურნალობენ". – ნათქვამია მონტგომერის ოლქის Facebook გვერდზე.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურების თქმით, სტიქიამ ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა და ათიათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ასევე, დრეზდენის დასახლებაში რამდენიმე ხე, ელექტროგადამცემი ხაზი და სახლი დაზიანდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას გზებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდეს, რადგან სამაშველო სამსახურები სხვადასხვა ადგილებზე კვლავაც აგრძელებენ მუშაობას.
"ჩვენ კვლავ ამ კატასტროფის საძიებო-სამაშველო ფაზაში ვართ". – ნათქვამია მონტგომერის ოლქის Facebook გვერდზე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.