არქივი9 დეკემბერი, 2023, 12:56
ისრაელის არმიის თავდასხმებს ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში სულ მცირე 310 ადამიანი ემსხვერპლა - პალესტინური მედია
ისრაელის არმიის თავდასხმებს ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში სულ მცირე 310 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური მედია ავრცელებს. ისინი წერენ, რომ გამთენიისას არაბული ანკლავის სამხრეთით, ქალაქ რაფაში თავდასხმების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში მსხვერპლის რიცხვი 17 500-ს აღწევს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად 46 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.