ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთში ციკლონს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ანდჰრა პრადეშის შტატში ციკლონ მიჩაუნგისგან გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 9 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა.
სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთს ხე დაეცა, ერთი ადამიანი წყალში ელექტროკაბელებისგან გადასულმა დენმა იმსხვერპლა, დანარჩენი ექვსი კი მოვარდნილ წყალმა იმსხვერპლა.
110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სტიქია ინდოეთის სამხრეთში მდებარე შტატებს თავს დღეს დაატყდა. ზოგიერთი დასახლება 1.5 მეტრამდე სიმაღლის წყალმა დაფარა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ანდჰრა პრადეშის შტატიდან 9 500-მდე ადამიანი ევაკუაცია მოხდა, ტამილნადუს შტატიდან კი 7 000-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.