არქივი18 ოქტომბერი, 2025, 14:53
რუსეთში ასაფეთქებლების ქარხანა აფეთქდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი რადი ხაბიროვი ავრცელებს.
ხაბიროვის თქმით, დაშავებული ხუთი პირიდან, ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
გუბერნატორმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქება უკრაინული დრონების დარტყმის შედეგი იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.