ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენლები ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ

სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენლები ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ

სტუმარმასპინძლობის წარმომადგენელთა ნაწილი საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. რესტორატორ ქეთევან ბაქრაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა.
"ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს, რადგან გვსურს საქართველო ევროპაში და გვჯერა, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ!არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ არჩევნებს!
თამარ სიხარულიძე - გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, თავმჯდომარე
მერიკო გუბელაძე - რესტორატორი, შეფი
ქეთევან ბაქრაძე - რესტორატორი, შეფი
ნატო მახალდიანი - კაფე “თონე”
ბუკა მაჭავარიანი - რესტორანი “გუდა”
თამუნა თანდაშვილი - ავიაციის ექსპერტი
ანი ალიბეგაშვილი - ბიზნესმენი სასტუმრო Step Inn თანადამფუძნებელი
ლუკა ნაჭყებია- რესტორატორი, შეფი", - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.