“ბოიკოტს ვუცხადებთ ადგილობრივ არჩევნებს და მივიჩნევთ, რომ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები” – “ერთობა”

ჯგუფი ერთობა, სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს:
ბოიკოტს ვუცხადებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მივიჩნევთ, რომ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები.
ჩვენს უკომპრომისო მოთხოვნებად რჩება – არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ქუჩა დარჩა ერთადერთ სივრცედ, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია თავისუფლებისათვის ბრძოლა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ოლიგარქი არჩევნების გზით წასვლას არ აპირებს. არჩევნების შემდგომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობებზე, მიიღო კანონები, რომლითაც იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, უქმდება კრიტიკული მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გვყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ლიდერები. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუქმდა არჩევნებზე დაკვირვების ის მინიმალური შესაძლებლობაც, რომელიც 2024 წელს ჯერ კიდევ არსებობდა. ამ ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილის წესებით, მონაწილეობა ვერ იქნება რეჟიმის დამარცხების ეფექტური გზა, არამედ შესაძლოა გახდეს მაშველი რგოლი ქართული ოცნებისათვის, რომელსაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ჩვენ ვირჩევთ წინააღდეგობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს