ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები

ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს უერთდებიან.
ამ დროისთვის ბოიკოტის შესახებ განცხადებას სამედიცინო სფეროს 120-ზე მეტი წარმომადგენელი უერთდება.
„ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვუერთდებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ დასავლური, მაღალი სარწმუნოობის, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა არის ჩვენი დარგის და ქვეყნის მომავალი! გვჯერა, რომ აღნიშნული რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ არჩევნებს!“, – ნათქვამია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.