ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტოლტენბერგის ვიზიტის დროს, ბლინკენი უკრაინის დახმარების დამტკიცების მნიშვნელობაზე საუბრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 29 იანვარს განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის მიღწევები ბრძოლის ველზე შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს თუ შეერთებული შტატები კიევის დახმარებას არ გააგძელებს.
ეს განცხადება ბლინკენმა იმ ფონზე გააკეთა, როცა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში იმყოფება და უკრაინისთვის დახამრების გამოყოფაზე კონგრესის ლობირებას ცდილობს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუგზავნა. თუმცა, ამჯერად რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგება, სანაცვლოდ საიმიგრაციო პოლიტიკაზე დათმობებს ითხოვს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციას უკრაინაში მკაფიო საბოლოო მიზანი არ აქვს ჩამოყალიბებული.
ბლინკენმა მძიმე სურათი დახატა იმ შემთხვევაში, თუ კონგრესმა დახმარება არ დაამტკიცა. რესპუბლიკელები დემოკრატებს ამერიკის საზღვრის დაცვას და ქვეყანაშ უკანონო მიგრაციაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას სთხოვენ, დემოკრატები კი მათ შეთავაზებას არ იზიარებენ.
29 იანვარს, გვიან ღამით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ პროგერესს მიაღწიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.