ნულანდი დარწმუნებულია, რომ კონგრესი ბოლოს და ბოლოს მიიღებს უკრაინის დახმარების ბიუჯეტს

-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, რომელიც კიევში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა, რომ დარწმუნებულია, უკრაინის დახმარების პაკეტი, რომლის თაობაზეც კონგრესში დაპირისპირებაა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, საბოლო ჯამში მაინც მიღებულ იქნება.
„უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა ძლიერი რჩება მთელს ქვეყანაში. ამერიკელ ხალხს ესმის და აღფრთოვანებულია იმ სასწაულით, რომელსაც მ უკვე მიაღწია ამ ველური რუსული აგრესიისგან თავის დაცვით. მათ ასევე ესმით, რა მოხდება, თუკი არ გააგრძელებთ არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგება აისახება კონგრესის კენჭისყრაზე პრეზიდენტ ბაიდენის განაცხადთან დაკავშირებით,“ განაცხადა ნულანდმა.
ამავე დროს უკანასკნელი საათების განმავლობაში სენატში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმაც განაცხადა, რომ დროა, სენატში ხმა მისცენ უკრაინისა და ს დახმარების რაიმე ფორმას. ისრაელის, ისევე როგორც ტაივანის ფინანსური დახმარება უკრაინის დახმარებასთან ერთად არის მოქცეული პაკეტში.
როგორც BBC აღნიშნავს, მაკკონელი გავლენიანი პოლიტიკოსია, მაგრამ უკანასკნელ ხანებში მრავალი რესპუბლიკელი, მათ შორის სენატშიც, უფრო მეტად კი წარმომადგენელთა პალატაში, ყოფილი პრეზიდენტის, ს პოზიციაზეა ორიენტირებული. თითქმის აშკარაა, რომ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატი იქნება და მას გამარჯვების შანსი აქვს. ის მიიჩნევს, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს. ამავე დროს ის ცნობილია თავისი სიმპათიებით პუტინისადმი და სკეპტიკური პოზიციით ევროატლანტიკური ინსტიტუტებისა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ, შენიშნავს BBC.
კონგრესის გადაწყვეტილების გაჭიანურების პირობებში ვაშინგტონს თითქმის ამოეწურა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ასიგნებები.

ასევე დაგაინტერესებთ