ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბლინკენი: აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინის ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ამის შესახებ ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ბლინკენის თქმით, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დასავლელი პარტნიორები გააქტიურდნენ და გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის წარმატებისა და რუსეთის დამარცხებისთვის.
"დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორ სიგნალს გავუგზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს კი გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის რწმენას, რომ შეუძლია, დაამარცხოს უკრაინა და გაგვიმკლავდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის". - თქვა ბლინკენმა.
ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს უთავდება სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინას აწვდიდა და ეს უკვე ახდენს ბრძოლის ველზე ზეგავლენას.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.