არქივი24 ივნისი, 2024, 12:35
სროლა ბაქოში – დაღუპულია 5 ადამიანი
ბაქოში, ძებნილის დაკავებისას, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სამი პოლიციელი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და თავად მსროლელი – ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა.
შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.
დაკავების მცდელობისას მან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სროლის დროს დაიღუპა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.