არქივი28 ივნისი, 2024, 22:39
რუსეთმა დნეპრში საცხოვრებელი სახლი დაბომბა, დაღუპულია 1 ადამიანი
რუსეთმა დნეპრი დაბომბა, იერიშის შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაზიანდა.
ამ დროისთვის დაღუპულია 1 ადამიანი, არის 10-მდე დაშავებული, მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვი. გარდა ამისა, მაშველები იერიშის ადგილზე 2 ადამიანს ეძებენ.
"მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ. ადამიანები ბინებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან კაცი ამოიყვანეს. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. დაშავებულებზე სამედიცინო პერსონალი ზრუნავს". – ამბობს უკრაინის შსს მინისტრი იგორ კლიმენკო.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.