არქივი24 ივნისი, 2024, 13:36
ბაქოში დამნაშავის დაკავებისას 4 ადამიანი დაიღუპა
აზერბაიჯანის დედაქალაქში მრავალჯერ ნასამართლები როვშან ალაჰვერდიევის დაკავებისას 4 ადამიანი დაიღუპა.
დაკავების მცდელობისას ალაჰვერდიევმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 3 პოლიციელი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
"არაერთხელ ნასამართლებმა და ძებნაში მყოფმა როვშან ალაჰვერდიევმა პოლიციის თანამშრომლებს დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. მან საპასუხო ცეცხლისგან თავის არიდების მიზნით, ცოცხალ ფარად საკუთარი ოჯახის წევრი გამოიყენა". – წერია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ალაჰვერდიევი პოლიციის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლით მოკლეს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.