ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპეცრაზმის მობილიზებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც - შენობის ყველა შესასვლელთან საპოლიციო ძალები არიან განლაგებული

სპეცრაზმის მობილიზებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც - შენობის ყველა შესასვლელთან საპოლიციო ძალები არიან განლაგებული

საპოლიციო ძალები ჭიჭინაძის ქუჩაზეც განლაგდნენ.
ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კი სპეცრაზმელების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.
პარალელურად, თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა. ასევე, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მეოთხე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები იკრიბებიან.
ისინი სკანდირებენ: “საქართველოს გაუმარჯოს”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.