არქივი1 დეკემბერი, 2024, 19:52
თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმის მობილიზებაა - ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მეოთხე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები იკრიბებიან.
ისმის შეძახილები. აქციის მონაწილეების ნაწილი პროტესტს რკინის ჯებირებზე ხელების და სხვადასხვა საგნის ბრახუნით გამოხატავს.
პარალელურად, თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა. ასევე, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები. საპოლიციო ძალები განლაგებულები არიან ჩიტაძის ქუჩაზეც და პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.