პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრზე საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა – ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას აჩერებს, უკვე მესამე დღეა აპროტესტებს.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს