შოვის ტრაგედიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, დღემდე გაურკვეველია, დაინერგა თუ არა ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემები და სად.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამაზე საუბარი დაიწყო, სპეციალისტებიც მოიწვიეს, ექსპერტებმა შეაფასეს, რუკებიც გაკეთდა, თუმცა, ამ დრომდე ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი არ არის.
მათი თქმით, ყველაზე მთავარი გაკვეთილი ის უნდა ყოფილიყო, რომ პირველადი გაფრთხილების სისტემები დანერგილიყო ქვეყანაში.
უნდა გამოგვეტანა გაკვეთილები და პირველადი გაფრთხილების სისტემები უნდა გვქონოდა საქართველოში. დავიწყეთ ამაზე ფიქრი და სახელწმიფომაც დაიწყო ფიქრი, იყო მოწვეული არაერთი ექსპერტი, შეაფასეს, გააკეთეს, ვიცი, რომ რუკებიც დაიდო, მაგრამ ჩვენვის, ჯერჯერობით, ხელმიუწვდომელია. რა უნდა გაკეთდეს და ისევ და ისევ ყბადაღებული პირველადი შეტყობინების სისტემა უნდა არსეებობდეს. დამიჯერეთ, მარტო კაბინეტებში არ უნდა იხილებოდეს, თითოეულ ადამიანთან უნდა იყოს მიტანილი და ყევლასთვის გასაგები უნდა იყოს, – ამბობს ნინო ჩხობაძე.
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ დედამიწის განვითარების ციკლს ვერავინ შეცვლის, თუმცა, არსებობს ცოდნა, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას, როგორ უნდა გააგრძელონ თანაცხოვრება გარემოსთან.
არსებობს ბუნებრივი მოვლენები და ციკლი დედამიწის განვითარების, რომელსაც თქვენ ვერ შეცვლით, მაგრამ მთავარი რაც არის, არის თქვენი ცოდნა, ამ პროცესების შესახებ და შეიარაღება იმ მეთოდებით, როგორ უნდა ვიყოთ თანაცხოვრებში გარემოსთან. ეს რას ნიშნავს, როდესაც მყინვარია, მის წინ, ჭალაში ხალხი არ უნდა ცხოვრობდეს, თუ ცხოვრობს, წინასწარი შეტყობინების სისტემები უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ამ სისტემებსაც თავისი ცდომილება აქვს, ამ ცდომილების განსასაზღვრად ძალიან ძლიერი სპეციალისტები უნდა გყავდეს და ინფრასტრუქტურა უნდა გქონდეს შესაბამისი, – აცხადებს თეა გოდოლაძე.
3 წელი შოვის ტრაგედიიდან – 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. სტიქიას გადარჩენილები აცხადებდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა.
სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა.




