ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი – სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის, როდესაც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მანამდე დავით აღმაშენებელს ადარებდა თავს.
„სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის პრინციპში, როდესაც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. ასე იყო, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა არის კიდევ უფრო მძიმე, ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.