– ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი მოპოვებულ გამარჯვებას არ დაიბრუნებს

ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, მათ ყველაზე მეტად ქართველი ხალხის ეშინიათ, გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომლებსაც ხმები მოპარეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი მოპოვებულ გამარჯვებას არ დაიბრუნებს.
„ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ თსუ „ხარებასა“ და მისი დაჯგუფების შტაბად აქცია – თსუ, რომელიც დაკეტილია სტუდენტებისთვის. სწორედ მაქედან დაიწყება ჩვენი ქვეყნის რუსეთისგან გათავისუფლება. გაგვიშვებენ ერთი ადგილიდან? გადავალთ მეორე ლოკაციაზე და ასე გაგრძელდება! ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ მოვიპოვებთ.
ჩვენ აუცილებლად მოპოვებულ გამარჯვებას დავიბრუნებთ.
ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ეშინია. ზუსტად იცის, რომ ძალა სწორედ ამ ხალხშია და საპროტესტო ტალღა სულ უფრო და უფრო გაიზრდება და საბოლოოდ მას უკან დახევა მოუწევს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს