– ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შედგა – მჯერა, რომ არ დაიღლებით, მჯერა, რომ ასე ერთად ვიდგებით ბოლომდე

ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შედგა – მჯერა, რომ არ დაიღლებით, მჯერა, რომ ასე ერთად ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს კუთვნილ მოპოვებულ გამარჯვებას, – ასე მიმართა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.
მან მოქალაქეების აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„მეგობრებო, დილა მშვიდობისა. მადლობა დღევანდელი დღისთვის. ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შედგა. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა და გქონდათ ყველას. მადლობა, რომ არ დაიღალეთ და მე მჯერა, რომ არ დაიღლებით. მე მჯერა, რომ ასე ერთად ვიდგებით ბოლომდე იქამდე, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს კუთვნილ მოპოვებულ გამარჯვებას. მეგობრებო, ახლა ვინც სხედხართ ტელეეკრანებთან, მოდით, გამოდით, დადექით ჩვენთან ერთად და ერთად ვიბრძოლოთ. ერთად დავდეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. გელოდებით ყველას,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს