– ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დანარჩენ დეტალებზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს

ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დანარჩენ დეტალებზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა იქნება მანამ, სანამ საქართველოში ხელახალი არ დაინიშნება.
„საქმის კურსში ხართ, რომ დღეს მას აქვს ბრიფინგი, დეტალებზე უკვე თავად ისაუბრებს. ბრძოლა და პროტესტი გრძელდება. ახლა აქციის მონაწილეებს უნდა შევუერთდეთ. ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ხელახალი არ დაინიშნება და ქართველ ხალხს არ დაუბრუნდება კუთვნილი, მოპოვებული გამარჯვება. ქართველმა ხალხმა აირჩია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ქართველ ხალხს მოჰპარა, მაგრამ ჩვენ ამ გამარჯვებას აუცილებლად დავიბრუნებთ”,-განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში დღეს მოლაპარაკებები გამართეს კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს