სოფიო ხორგუანი: სანამ მმართველობა ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული და სანამ ეკონომიკა მხოლოდ 25 ოჯახის ჯიბეში ლაგდება, მოქალაქეების ცხოვრება ვერ გაუმჯობესდება (ვიდეო)

„ეს არის უტიფარი, მატყუარა და არაკომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება! რამდენიმე თვის წინ ირაკლი „დრამას“ გვიდგამდა, ვითომ ახლა აღმოაჩინა, რომ გერმანიაში პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. შექმნეს კომისია, დაგვპირდნენ ფასების შემცირებას, დღეს კი გამოდიან და გვეუბნებიან – თურმე კიდევ შეიძლება ფასების გაზრდა.“
„სანამ მმართველობა ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული და სანამ ეკონომიკა მხოლოდ 25 ოჯახის ჯიბეში ლაგდება, მოქალაქეების ცხოვრება ვერ გაუმჯობესდება. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ამაში ხალხი პოლიტიკურ ფასს აუცილებლად გადაგახდევინებთ!“
„წარმოგიდგენიათ, რას ეძახიან დამარცხებას? პაციენტს რომ დაუთმობ და მშობელს შვილისთვის წამალს მიაწვდი, ამას დამარცხებად აღიქვამენ! უკვე მე-12 ღამეა მშობლები ქუჩაში ათენებენ და ხელისუფლებისგან მხოლოდ უტიფარ პასუხებს იღებენ. როცა ენერგომატარებლებზე ტარიფი 30%-ით იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი გაძვირდება.“
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა: მინიმალური ხელფასის დაწესება და პენსიის 200 ლარით გაზრდა ხვალვეა შესაძლებელი, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან საკუთარ მოსაპარ ფულს ვერ ელევიან.“
გვასწავლის, რომ თურმე ევროპა და ამერიკა ვერ დაგვეხმარება და საქმე თავად უნდა ვაკეთოთ. ამას ამბობს კაცი, რომლის უწყების ნახევარი კორუფციაშია ბრალდებული და თბილისის გულში, 21-ე საუკუნეში, გზა ვერ დაუგია!“
🗣️ სოფიო ხორგუანი – „გახარია საქართველოსთვის“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი

ნიკა გვარამია – ხვალ, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მივდივართ მარშით რუსთაველზე – მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს

პრემიერი – სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია – 2020 წლის შემდეგ სიღარიბე სამჯერ შემცირდა