არქივი3 აგვისტო, 2026, 18:26
სოფელ ყარაჯალაში დენის დარტყმის შედეგად 56 წლის მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დენის დარტყმის შედეგად 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ საღამოს მოხდა.
ადგილობრივების თქმით, შუახნის კაცი მეზობელს ეხმარებოდა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში და ეზოში ელექტრობოძზე ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.