არქივი2 აგვისტო, 2026, 21:03
გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ჩაიკოს სიძე - 27 წლის დანილ პერედრი აფეთქების შედეგად დაიღუპა

გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ჩაიკოს სიძე - 27 წლის დანილ პერედრი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
ჩაიკოს შვილმა, მარიამ შრაპნელის შედეგად მძიმე ჭრილობები მიიღო და მოსკოვის ერთერთ ჰოსპიტალში ექიმები მის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან.
ფაქტზე, თუ რა ხდება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის თავს - სრული საინფორმაციო დუმილია, კომენტარს მისი ოჯახის წევრებიც არ აკეთებენ.
ცნობისათვის, უკრაინული მედიისა და Telegram არხების ცნობით, გუშინ, მოსკოვში, რესტორანში, სადაც აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, რუსი გენერალი დაბადების დღეს აღნიშნავდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.