სოფელ რუისპირში, რესტორანში, პოლიციელის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა. თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში იყო მოთავსებული.
ექიმის თქმით, პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს სტაციონარში, ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს ღამით ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, ბიძინა გავარდაშვილის მხრიდან, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ, ჯერ რესტორნის მინა ჩაამსხვრია, შემდეგ კი სუფრასთან მყოფ შუახნის მამაკაცს, ლევან შამრელაშვილს მოხვდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არ მომხდარა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)