მედია: სოფელ რუისპირში რესტორანში კაცი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, მას ბრმა ტყვია მოხვდა

თელავის მუნიციპალიტეტში 65 წლამდე კაცი დაჭრეს.

შემთხვევა სოფელ რუისპირში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

თვითმხილველების თქმით,ერთ-ერთ სუფრასთან მყოფი პირის ჰაერში გასროლილი ტყვია შუახნის მამაკაცს მოხვდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული და რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმის თმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება. ამ დროის ინფორმაციით, ადგილზე მანამდე რაიმე ტიპის დაპირისპირება არ მომხდარა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“ინტერპრესნიუსი” დეტალების გარკვევას -ში ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!