თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.
ექიმების განმარტებით, დაჭრილი სტაციონარში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მამაკაცს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს, ღამით, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რომელიც იმავე სუფრასთან იმყოფებოდა, არასამსახურებრივი იარაღით, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ, ჯერ რესტორნის მინა ჩაამსხვრია, შემდეგ კი სუფრასთან მყოფ შუახნის ლევან შამრელაშვილს მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)