არქივი26 მაისი, 2025, 14:39
სომხეთის საგარეო უწყება - გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.