ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვართ, ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვართ, ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც სომხეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს, სომხეთი აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მისალოც ტექსტში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.