არქივი26 მაისი, 2025, 13:23
დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ვულოცავთ ჩვენს მეგობარს, მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს“, – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.