სომხეთის პარლამენტის სპიკერი – აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა 5-10 დღეში გაფორმდეს

სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი, თუ პროცესს აზერბაიჯანული მხარე არ გააჭიანურებს.
„ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია ხუთ ან ათ დღეში, სურვილის შემთხვევაში. ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი მეექვსე წინადადება, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. თუ აზერბაიჯანული მხარე არაფერს შეცვლის და ახალ წინადადებებს არ წარადგენს, რა თქმა უნდა, ის, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაფორმდეს“, – განაცხადა სიმონიანმა.
ცნობისათვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ ბაქოში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება საკმარისი არ იქნება ორ ქვეყანას შორის მორიგი ომის გამოსარიცხად.
„იმედი მაქვს, რომ შეთანხმების მიღწევას დიდი დრო არ დასჭირდება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება არ იძლევა მშვიდობის სრულ გარანტიას. ჩვენ ვიცით მრავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რომლებიც გაუქმდა და ვიცით ქვეყნების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ასეთი ხელშეკრულებების გარეშე“, – აღნიშნა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს