ალი ასადოვთან შეხვედრაზე, ძირითადად, იმ ეკონომიკურ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც აზერბაიჯანთან ერთად ვახორციელებთ – ჩვენ შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღქმულია, როგორც ერთ გუნდად მუშაობა – შალვა პაპუაშვილი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღქმულია, როგორც ერთ გუნდად მუშაობა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ალი ასადოვთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხებოდა პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.
“აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ, გვქონდა მსჯელობა ენერგოპროექტებზე, სადაც აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მეშვეობით წვდომა ევროპულ ბაზარზე და პირიქით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს დივერსიფიცირებული ენერგომატარებლების მიღება. მთავრობებს შორის არის ძალიან ინტენსიური მუშაობა. პარლამენტის პერსპექტივიდან გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა საკანონმდებლო ჩარჩო უნდა არსებობდეს, რათა წახალისდეს ასეთი პროექტების განხორციელება. ასე რომ, ჩვენ ორივე ქვეყნის პარლამენტი ვაპირებთ ამ საკითხებზე თანამშრომლობას, რომ შევქმნათ შესაბამისი სამართლებრივი გარემო ყველა ამ პროექტის განსახორციელებლად. დღეს ფაქტობრივად ყველა შტოს ხელმძღვანელს შევხვდით, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს. საუბარი გვქონდა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, იმ მოლოდინებზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს სტაბილური მშვიდობის მიმართულებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მალე შედგება სამშვიდობო შეთანხმება, რაც გაზრდის ჩვენი რეგიონის პოტენციალს, შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისთვის, რომ კეთილდღეობა კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენს ქვეყნებში. ის დეტალური განხილვა, რომელიც გვქონდა, აჩვენებს, რამდენად ნდობითი ურთიერთობა არის ჩვენს ქვეყნებს შორის, რამდენად მოწადინებული ვართ ორივე ქვეყანა, რომ გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის აღქმული, როგორც ერთ გუნდად მუშაობა სხვადასხვა საკითხზე და ეს არის რეალური პრაქტიკა ჩვენს მთავრობებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობაში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა