ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ОДКБ საპარლამენტო ასამბლეის სხდომას არ დაესწრება

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ОДКБ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას არ დაესწრება.
როგორც სიმონიანის პრეს სამსახურის უფროსი ცონივარ ხაჩატრიანი ამბობს, სპიკერმა ამის შესახებ თავის კოლეგას რუსეთის დუმაში, ვიაჩესლავ ვოლოდინს ოფიციალური წერილით შეატყობინა.
"ალენ სიმონიანი ОДКБ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ მან საქმის კურსში ჩააყენა რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. სხდომაში მონაწილეობა არც სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს". – ამბობს ხაჩატრიანი.
ОДКБ-ს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართება.
23 ნოემბერს ჩატარებულ ОДКБ-ს 2-დღიან სამიტს არ დაესწრო სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
20 ნოემბერს სომხეთმა ასევე უარი თქვა ОДКБ-ს დახმარებაზე, რომელიც სამიტზე უნდა დაემტკიცებინათ.
2023 წლის იანვარში ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "მექმნება შთაბეჭდილება, რომ ОДКБ სომხეთს ტოვებს". ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება შეცდომა იყო.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია იგივე ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.