ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას სომალიში 96 ადამიანი ემსხვერპლა, კენიაში – 76

სომალიში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 96 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაცია ადგილობრივ მედიას ქვეყნის ბუნებრივი კატასტროფების მართვის სააგენტომ დაუდასტურა.
გაეროს ცნობით, ეს ბოლო ათწლეულებში რეგიონში მომხდარი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა და სტიქიის გამო 700 000-მდე ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
პარალელურად, წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი სომალის მეზობელ ქვეყანაში, კენიაშიც მოჰყვა, სადაც სტიქიის გამო, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა. 150 000-ზე მეტი ადამიანი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.