სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ

ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მათი გააქტიურება შედეგს ვერ გამოიღებს. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური გაერთიანებები ხელოვნურია და გარე გავლენებით ყალიბდება.
„ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ. ხალხს ისინი ეზიზღება და, შესაბამისად, სალაპარაკოც არაფერი აქვთ.
რაც შეეხება მათ მიერ ასეთი ალიანსების შექმნას, ეს ხელოვნურია, რადგან მსგავსი გაერთიანებები ოპოზიციაში იქმნება იმიტომ, რომ ამას უცხოეთიდან მათი პატრონები ავალებენ. თუმცა ეს დავალება დიდხანს ვერ მოქმედებს, რადგან საბოლოოდ ერთმანეთის გაუტანლობა და პირველობისკენ სწრაფვა სძლევს ნებისმიერ მსგავს დავალებას.
ამიტომაც, ასეთ ალიანსებს არანაირი შანსი არ აქვთ. კი, ისინი ბევრს ცდილობენ, რომ ქვეყანას ავნონ, მაგრამ ხალხი ბრძენია და არ მისცემს გასაქანს ამ ქვეყნის მტრებს,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა