დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები

ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- ამის შესახებ ჟურნალისტი, დათა გვასალია, წერს სოციალურ ქსელში.
დათა გვასალია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია დადის კარიდან კარზე, ოღონდ მხოლოდ საკუთარ “ბაბლში” და აცხადებს, რომ მათ “ჰერმეტული დემოკრატია” აქვთ.
“ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს.
სესია ალბათ გახსნა თამარ ჩერგომ, რატომღაც მგონია რომ ეს პატივი მას ეკუთვნის – „გამარჯობა, მე გიგა ბოკერიას ცოლი ვარ და 12 წელია არჩევნები არ მოგვიგია, ყველაფერში წავაგეთ, ვერაფერი ვერ გავთვალეთ, ბოლოს საკუთარი პარტიიდანაც კი გამოგვაგდეს, მაგრამ ვინც გამოგვაგდო და პოლიტიკური სუტენიორი ვუწოდე, კიდევ ერთს „მეძავიც“ (უფრო პირდაპირ) ვეძახე ახლა ჩემ გევრდით ზის და აქაა. ქვეყნისთვის რას არ იზამს ადამიანი და გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს ღიმილნარევი მზერით გადახედა. ( დარბაზში ტაში)
ნიკა გვარამია – გამარჯობა, მე ნიკა ვარ და მედიაში ყოფნისას დაგროვილი მოსრიალებები მეხმარება პოლიტიკაში მოსალოდნელ 100%-იან მოსრიალებებს რომ გავუმკლავდე, მაგრამ როგორც ერთხელ გიტხარით – ესენი კი მეზიზრებიან, მაგრამა სე დაგვავალეს ზემოდან და რას ვიზამდით აბა?!
გიორგი ვაშაძე – გაამრჯობა, მე გიორგი ვარ და მე პოლიტიკური ორიენტირი ძაან არეული მაქვს, დამავიწყდა კიდეც დღეს ჩემს თავს წარმოვადგენ, ნაცებს თუ რაიმე კოალიციას, მაგრამ მთავარია აქ ვარ, ერთი პირადი გამარჯვება მაქვს – აღარ მგონაიდაჟინებით რომ პრემიერი გვხდები – როგორც 2020 წელს ვამტკიცებდი (იცინის)
და ასე გაგრძელდა… გამომსვლელები ტრამვებს რა დალევს ))
უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მათი „კარდაკარი“ ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც სრულდება – ისინი დადიან კარიდან კარზე, ოღონდ საკუთარ ბაბლში, კარებს კი შიგნიდან კეტავენ, რომ შემთხვევით ნამდვილი გამვლელი არ შევიდეს და ეს იდილიური ფარსი არ დაურღვიოს – ვინც შევიდა, ის კი გამოაგდეს.
მოკლედ ჩვენ ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ. უჰაერობა ტრამვებს არ კურნავს მაგრამ ჰაერზე გასვლაც რომ უარესია მათთვის?!”-წერს დათა გვასალია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება