ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება, მათ ხალხთან მისასვლელი პირიც არ აქვთ. დააანონსეს ხალხში გასვლა და ხალხში ვერ გავიდნენ

ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის.
„ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის. 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება, მათ ხალხთან მისასვლელი პირიც არ აქვთ. დააანონსეს ხალხში გასვლა და ხალხში ვერ გავიდნენ. ერთმანეთსაც კი ვერ ელაპარაკებიან, არათუ, ხალხთან შეუძლიათ საუბარი. ასეთ პირობებში, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა