ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოზარ სუბარი სამგორის სკოლებში სასკოლო ფორმების გადაცემის პროცესს დაესწრო

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სამგორის რაიონში სასკოლო ფორმების გადაცემის პროცესს დაესწრო. ფორმები, რომლებიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, უკვე ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მშობლებს ფორმის შეძენა როგორც ადგილზე, ასევე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე შეუძლიათ. გარდა ამისა, მისი თქმით, გათვალისწინებულია ფორმების უფასოდ გადაცემა შესაბამისი სოციალური და სხვა კრიტერიუმების მქონე მოსწავლეებისთვის.
პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად, სამგორის სკოლებში ფორმების გაცემის პროცესს სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური დაესწრნენ.
„სამგორის სკოლებში სასკოლო ფორმების გადაცემის პროცესს დავესწარი.
ფორმების რეალიზაცია 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს ფორმის შეძენა როგორც ადგილზე, ასევე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე შეუძლიათ. შესაბამისი სოციალური და სხვა კრიტერიუმების მქონე მოსწავლეები სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ.
ფორმების გადაცემის პროცესს ჩემთან ერთად სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დაესწრნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.