ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარიამ ლაშხი: ჩემს პირველკლასელ შვილს შევუძინე სასკოლო ფორმა... სასკოლო ფორმების შემოღება არის განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგან...

მარიამ ლაშხი: ჩემს პირველკლასელ შვილს შევუძინე სასკოლო ფორმა... სასკოლო ფორმების შემოღება არის განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგან...
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი:
დღეს, ჩემს პირველკლასელ შვილს შევუძინე სასკოლო ფორმა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში. აქვე აღვნიშნავ, რომ სკოლის ფორმების შეძენის პროცესი არის ძალიან მარტივი და მოწესრიგებული, ფორმები კი - ხარისხიანი, შემოწმებული და საერთაშორისო სტანდარტით შეკერილი.
🔹 სასკოლო ფორმების შემოღება არის განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგან ეს გახლავთ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვისა და ბავშვთა თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯი.
🔹 აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მშობლებს უტოვებს არჩევანს, რომ სასკოლო ფორმა შეუკერონ შვილებს სადაც თავად სურთ, ერთადერთი პირობით - დაცული უნდა იყოს სტანდარტი, რაც ნიშნავს თანასწორობის უზრუნველყოფას.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.