ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლოვენიის მთავრობამ აღიარა პალესტინის სახელმწიფო, საჭიროა პარლამენტის თანხმობა

სლოვენიის მთავრობამ 30 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება აღიარებულ იქნეს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა, მას შემდეგ, რაც ანალოგიური ნაბიჯები გადადგეს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ.
"დღეს მთავრობამ გადაწყვიტა პალესტინა აღიაროს როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო" - თქვა გოლობმა ლიუბლიანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის წევრი სლოვენიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში სლოვენიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
სლოვენიის ნაბიჯი ნაწილია სახელმწიფოთა უფრო ფართო ძალისხმევისა კოორდინირებულად განახორციელონ ზეწოლა ისრაელზე, ღაზაში ომის დასასრულებლად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.