ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

ნორვეგიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორი დღის წინ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ ბრიუსელში შეხვედრის დროს პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ მუსტაფას აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეუძლია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დიდი იმპულსი მისცეს, თუ ნორვეგიის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.