არქივი5 ივნისი, 2024, 06:06
სლოვენიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა
სლოვენია ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო აღიარა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სლოვენიის პარლამენტმა ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
„პალესტინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება იმედს უგზავნის პალესტინელ ხალხს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში“, - განაცხადა სლოვენიის პრემიერ მინისტრმა რობერტ გოლობმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის 27 წევრიდან პალესტინის სახელმწიფო შვედეთმა, კვიპროსმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა აღიარეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.