სლოვენიამ პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

სლოვენიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. სლოვენიის პარლამენტმა მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი 4 ივნისს დაუჭირა.
90-წევრიან პარლამენტში გადაწყვეტილებას მიემხრო 52 დეპუტატი. საკითხის გადაწყვეტამდე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია, რომელმაც პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.
პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება იმედია ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელი ხალხისთვის.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა სლოვენიის გადაწყვეტილებას უწოდა „საჩუქარი ჰამასისთვის“.
მაისში პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარეს ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ. პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ