ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლობალური IT შეფერხების გამო, ქუთაისიდან გაფრენილი თვითმფრინავი ბერლინში ვერ დაეშვა

პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო, მცირე შეფერხება დაფიქსირდა ქუთაისის აეროპორტშიც.
აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქუთაისი-კატოვიცე რეისზე რეგისტრაცია 20 წუთით დაგვიანდა, მაგრამ რეისი უკვე შესრულდა და სხვა შეფერხება არ ყოფილა.
თუმცა, ვერ შედგა ფრენა ბერლინის მიმართულებით. ქუთაისიდან აფრენილი თვითმფრინავი ვერ მიიღო ბერლინის აეროპორტმა და პოლონეთში, პოზნანში დაეშვა.
ქუთაისის აეროპორტში ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ ფიქსირდება. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, რეისები განრიგის მიხედვით ხორციელდება.
მსოფლიო ავიაკომპანიები, აეროპორტები, ბანკები, სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანიები და სავაჭრო ქსელები შეფერხებით მუშაობენ. მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების გლობალური გათიშვაა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.