ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა მოხდა

სააგენტო Reuters-ს სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეფონით დაუდასტურა, რომ თავდასხმა მოხდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე.
15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში რობერტ ფიცო მთავრობის სხდომის შემდეგ მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს მიესალმებოდა. არსებული ცნობით, ამ დროს გაისმა სროლის ხმა.
თვითმხილველმა Dennik N-ს აცნობა, რომ გაიგონა სამი თუ ოთხი გასროლის ხმა და დაინახა, როგორ დაეცა ფიცო ძირს.
ადგილობრივი საავადმყოფოს შემდეგ, ის მაღალი რანგის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სააგენტო Reuters-ის თანამშრომლის თანახმად, მან დაინახა, როგორ დააკავა პოლიციამ სროლის შემდეგ ერთი პირი. ეჭვმიტანილის ვინაობასა და თავდასხმის მოტივზე არაფერია ცნობილი.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ დაგმო “სასტიკი" თავდასხმა პრემიერზე და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ფიცოზე თავდასხმას გამოეხმაურნენ და დაგმეს ევროპის კავშირის ხელმძღვანელებმა. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო თავდასხმა და მას „საშინელი“ უწოდა.
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ და ნიდერლანდის პრემიერმა, მარკ რიუტემ X-ით გამოაცხადეს, რომ ამ ამბავმა მათ „შოკი მოჰგვარა“. მიშელის სიტყვებით, „ძალაჟდობას და ასეთ თავდასხმას ვერაფერი გაამართლებს“.
(ახალი ამბავი განახლდება)

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.